იაგო ხვიჩია:  საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შეიარეთ და კარლ ჰარცელს თქვენც არ დაეთანხმებით

იაგო ხვიჩია: საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შეიარეთ და კარლ ჰარცელს თქვენც არ დაეთანხმებით

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიას არავითარი პერსპექტივა არ აქვს და მისი საქმიანობა საბოლოო ჯამში ფორმალობა იქნება.

„ხელი მოვაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელიც თავისი შინაარსით კომისიის არსებობას ეწინააღმდეგება, რადგან მივიღეთ გადაწყვეტილება 31 ოქტომბრის არჩევნებზე და „ქართული ოცნებისთვის“ 43-პროცენტიანი ბარიერი სწორედ ამიტომ არსებობს. უნდა ვიაროთ ამ და არა საგამოძიებო კომისიის შექმნის გზით, რომელსაც ყველამ ვიცით, არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, საბოლოო ჯამში იქნება ფორმალობა, რომელიც რაღაც დოკუმენტს დადებს და მიიხურება.

მე და კარლ ჰარცელი განსხვავებული ადამიანები ვართ, სავალდებულო ხომ არ არის, ერთმანეთს ვეთანხმებოდეთ? კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე შეიარეთ, დააკვირდით და კარლ ჰარცელს თქვენც არ დაეთანხმებით. პრობლემა შინაარსთან გვაქვს, შემადგენლობას არ ვერჩით, მშვენიერი ადამიანები არიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.