ლევან ადეიშვილი:  წარწერა 51 სკოლის დაფაზე რომელმაც კიდე ერთხელ  წარმოაჩინა რა კვაზისახელმწიფოში და რა მრუდე ტვინისმაგვარების ქვეყანაში ვცხოვრობთ

ლევან ადეიშვილი: წარწერა 51 სკოლის დაფაზე რომელმაც კიდე ერთხელ  წარმოაჩინა რა კვაზისახელმწიფოში და რა მრუდე ტვინისმაგვარების ქვეყანაში ვცხოვრობთ

ფეისბუქ-მომხმარებელი ლევან ადეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ჟიზნ ვორამ

წარწერა 51 სკოლის დაფაზე რომელმაც კიდე ერთხელ  წარმოაჩინა რა კვაზისახელმწიფოში და რა მრუდე ტვინისმაგვარების ქვეყანაში ვცხოვრობთ

საქმე იყო ასე !

დილის 9 საათზე მანდატურთუხუცესი სამინისტროდან სამინისტროს  პიარ სამსახურის კამერებით თავზე დაასკდა სკოლას ისე რომ ადმინსტრაცია გაგებაში არ იყო  !

შეიჭრა სკოლაში შევარდა ერთერთ საკლასო ოთახში და ეს შრომითი ვახტის გმირობა გადაიღო მისავე მოყვანილმა პიარსამსახურმა!

იმუშავა თევზი თავიდან ყროლდებას პრინციპმა როცა ქლატ უფროს მოყავს თავისზე შტერი   რომ ადვილად მართოს!  იმას კიდე უფრო ქვევით უფრო შტერი და ასე ჩადის ვერტიკალის ბოლომდე!

წარწერა დაფაზე ცნობილი გახდა იმის მერე რაც უტვინო უხუცესის უტვინო პიარისტებმა ეს რეიდი ეთერში გაუშვეს!

შემდეგ იყო  მედიის მივარდნა ამ უიღბლო სკოლაში რადგან მიშას ბარათაშვილივით აქ უყვარდა ,,ობლად,, სიარული ამიტომაც ამოჩემებულია ეს სკოლა

შემდეგ კი დიანა ტრაპაიძის ამ ზნედაცემული დედაკაცის ეთერი სადაც მიუკერძოებელი აზრის გამოსახატად ორი გადაყენებული დირექტორი ერთი  ვაი მწერალი დოლენჯაშვილი და განათლების ექსპერტი იყო მიწვეული რომელმაც საკუთარი არაკომპეტენტურობით სრულიად გაამართლა ის აზრი რომ ყველა იდიოტს ექსპერტს არქმევენ ამ უბადრუკ რამსებარეულ ქვეყანაში!

არ მოვყვები წვრილად და ერთ საერთო და ძირითად აზრზე შეჩერდები რაც ტრაპაიძის მხრიდან გახმიანდა და რასაც მაგრამ  უკვე  პირადში ამბობს თურმე მანდატურთუხუცესი

ეს იყო მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ მიმართული ქმედება წარწერის სახით და ასე გამოხატეს სისტემის წინაშე პროტესტი ბავშვებმაო

აი ასე არაადექვატურად  აბსტრაქტულად განავრცეს ერთი ბავშვის დაუფიქრებელი ვაიხუმრობა მთელ საბავშვეთზე და სისტემაზე 

მოდით მივყვეთ!

1) წარწერა გაჩნდა ზარის დარეკვის მომენტში როცა მასწავლებელი უნდა შემოსულიყო და ეს ,,ხუმრობა,, ავტორისვე თქმით უბრალოდ დაიწერა და როცა მაღალი სტუმარი გამოჩნდა შეეშინდა და ვერ მოასწრო წაშლა

2)  ვერც მასწავლებელმა რადგან ვიდეოშიც ჩანს რა არამკვეთრადაა წარწერა გაკეთებული და მასწავლებელს უბრალოდ დრო არ დარჩა შეემჩნია  წარწერა

მისი ყურადღება  თითქმის ფეხდაფეხ  შემოვარდნილმა სტუმრებმა მიიპყრო და საერთოდ რაღაცა სულ წერია ამ ოხერ დაფაზე

ჩვენც თავის დროზე მასწავლებლის გასაბრაზებლად თუ კლასელების გასაცინრად დაგვიწერია უაზრობებიც!

ა)  ახლა ამიხსნას მანდატურთუხუცესმა როგორ შეიტყვეს მოსწავლეებმა თქვენი სტუმრობა წინასწარ  როცა დირექციამაც არ იცოდა?

ბ) როგორ მოასწრეს თათბირი და მიზანმიმართული წარწერის გაკეთება?

გ) და როგორ გამოთვალეს რომ თქვენ ზუსტად მაგ კლასში შეხვიდოდით რაც სკოლის კარების გავლის მერე წუთებში მოხდა?

საიდან ამხელა ამბიცია რომ ეს თქვენ მოგიწყვეს?

ახლა  უარესი ! ტრაპაიძე და ოთხეულო რაის სისტემის წარმომადგენლის  წინააღმდეგ განხორციელებული პროტესტი?   როცა საერთოდ აზრზე არ იყვნენ ბავშვები ვინ აპირებდა მოსვლას?

როგორ შეიძლება ერთი ბავშვის მიერ დაწერილი ცნობილი იდიომატური გამონათქვამის განვრცობა ამხელაზე?

უკვდავი ყვარყვარე მახსენდება ხიდის საქმეზე ჯდომა რევოლუციონერობად  რომ მოუნათლეს!

რაის კრიმინალის ზრდა?  როცა სტატისტიკა საპირისპიროს ამბობს?

და რაც მთავარია ვისი შექმნილია ეს მანდატურთა სამსახური? ნაცების ხომ ?   ყველა მშობელმა იცის შაშკინმა მასწავლებლებს თავზე რომ დასვა მანდატურები სათვალთვალოდ დანოსების დასაწერად რათა პედკოლექტივები საქართველოს მასშტაბით დაშინებულ და მორჩილ საკუთარ ამომრჩევლებად ექციათ

დღეს როცა ამ ხელისუფლებამ იმაში მაინც ივარგა რომ ყველა ძალოვანი სტრუქტურა გაცილებით ადამიანური გაეხადა ზუსტად ისევე  გააჰუმანურა მანდატურთა ინსტიტუტი და ახლა გაუჩნდათ სიძულვილის და პროტესტის გრძნობა  ბავშვებს?

რომც მასე იყოს თქვენი შექმნილი მონსტრის  მიერ გამოწვეულ შედეგებს სხვას აბრალებთ თქვე უტიფრებო?

ისეთი მონსტრის გაჰუმანურების მერეც რომ ძულთ  ბავშვებს ?თქვენს პასუხისმგებლობაზე რატომ არ საუბრობს ტრაპაიძე და ოთხეული?

დოლენჯაშვილი ისტერიული ხმით და ჰაბიტუსით ასევე არსებული ხელისუფლებისადმი იდიოსინკრაზიით

ორი გადაყენებული დირექტორი და ერთი იდიოტი ვაიექსპერტი --ესენი არიან   მიუკერძოებელი აზრის   გამომხატველები?

ოცნება სადამდე უნდა გვაცხოვროთ ამ მავნებლების მიერ შექმნილი დღის წესრიგით?

სადამდე უნდა იყვეთ ლოხები და ამათი სასარგებლო

 იდიოტები და შესტიორკები?

ღმერთი არ გაგიწყრეთ არ აყვეთ და რაიმე რეპრესიები არ მიუყენოთ პედაგოგებს თუ  ადმინსტრაციას!  გინდაც  მანდატურთუხუცეს რომელიც   ... ნუ გავჩუმდები!

ადგილობრივიც ახლოსა და ვადამდელიც !  ძმრად ამოგდინდებათ რადგან ასე ნელნელა შეიკრიბება აგრესია ისედაც ზღვარსმისული თქვენდამი!

ნებისმიერი რეპრესია იქნება აღიარება იმის რასაც გაბრალებენ!  ანუ დააბრუნეთ კრიმინალური აზროვნება“!