კარლ ჰარცელი სასამართლო რეფორმაზე: ახლა მიდის შერჩევის და დანიშვნების პროცესი, რამაც უნდა გაზარდოს ნდობა სასამართლოს მიმართ

კარლ ჰარცელი სასამართლო რეფორმაზე: ახლა მიდის შერჩევის და დანიშვნების პროცესი, რამაც უნდა გაზარდოს ნდობა სასამართლოს მიმართ

ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალყურს იმას, თუ როგორ იქნება განხორციელებული სასამართლო რეფორმა. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

„შეთანხმების მეორე ძირეული კომპონენტი იყო სასამართლო რეფორმა. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვუყურებთ, ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს იმას, თუ როგორ იქნება ეს განხორციელებული. ახლა მიდის შერჩევის და დანიშვნების პროცესი როგორც უზენაეს სასამართლოში, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რამაც უნდა გაზარდოს ნდობა სასამართლოს და სხვა ტიპის რეფორმების მიმართ“, - აცხადებს ევროკავშირის ელჩი.

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს - „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.