ტვ პირველის მორიგი ცრუ რეპორტაჟი – ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის რეპუტაციის შელახვის მცდელობა არ წყდება – POSTV – ის სიუჟეტი

ტვ პირველის მორიგი ცრუ რეპორტაჟი – ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის რეპუტაციის შელახვის მცდელობა არ წყდება – POSTV – ის სიუჟეტი

POSTV – ის „დიდი გადაცემა“ ტვ პირველს და ნოდარ მელაძეს მორიგ სიცრუეში ამხელს.

საქმე ეხება გასულ შაბათს გასულ სიუჟეტს, რომელშიც საუბარია, თითქოს ბიძინა ივანიშვილის ძმის ალექსანდრე ივანიშვილის ოჯახმა  საქართველოში რუსეთის  პირველი არხი დააბრუნა, ხოლო  ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ მისი ოჯახის წევრები „ქართულ ოცნებას“ ფულს სწირავენ.

POSTV-ის სიუჟეტის ავტორის თქმით, ალექსანდრე ივანიშვილის შესახებ ცრუ რეპორტაჟები, და რეპუტაციის შელახვის მცდელობები კვლავაც არ წყდება.

„ნოდარ მელაძის გასული შაბათის რეპორტაჟში გვიყვებიან, რომ 2008 წელს მათმა ბელადმა მიშა სააკაშვილმა რუსული არხების ტრანსლირება საქართველოში აკრძალა, ხალხი სიძულვილის გამავრცელებელი რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისგან იხსნა, ხოლო ივანიშვილებმა  მთავრობაში მოსვლის შემდეგ რუსეთის პირელი არხი კვლავ დააბრუნეს რომ ხალხი მოწამლონო. მათ მიერ მოყოლილი ეს ამბავი, როგორც ყოველთვის სინამდვილეს მხოლოდ მცირედით შეესაბამება“ -ამბობს ავტორი.

POSTV-ის სიუჟეტიდან ირკვევა, რომ კომპანია „გეოკრიფტი“, რომლის ერთ ერთი დამფუძნებელიც არის ალექსანდრე ივანიშვილის მეუღლე, არა ნაცმოძრაობის წასვლის შემდეგ, არამედ მათი მმართველობის პერიოდში, 2010 წელს დაფუძნდა.  კომპანია არა მხოლოდ რუსული, არამედ სხვა ქვეყნების ტელეკომპანიების და სატელიტური მოწყობილობების დისტრიბუციას ახდენდა საქართველოში.
„კომპანიამ სულ 4 წელი იფუნქციონირა და 2014 წელს მისი საქმიანობა შეჩერდა, ანუ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ამ კომპანიას აღარ უმუშავია, ხოლო იმ დროს აწარმოებდა გასართობი კონტენტის გავრცელებას.  შესაბამისად ნოდარ მელაძის და მისი ვითომ გამომძიებლების მოყოლილი ამბავი, თითქოს ალეკო ივანიშვილის რაიმე მონაწილეობით ოცნების ხელისუფლების დროს ხდება რუსული პროპაგანდის გავრცელება საქართველოში, სიცრუეა და მორიგი კრახით დასრულებული მცდელობაა  ივანიშვილების და რუსეთის დაკავშირებისა“ – ამბობს სიუჟეტის ავტორი.

რაც შეეხება მეორე ბრალდებას, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ მისი ოჯახის წევრები ქართულ ოცნებას ფულს სწირავენ, სიუჟეტის ავტორის თქმით, ჯერ ერთი, ეს არანაირი გამოძიების შედეგი არ არის, პოლიტიკური პარტიის შეწირულობები საჯაროა და მისი ნახვა ინტერნეტში ყველას შეუძლია, და მეორე – მართლაც პარანოიდალური აზრებით შეპყრობილ ადამიანს შეუძლია დაიჯეროს, რომ  ბიძინა ივანიშვილის  ძმის მიერ ქართული ოცნებისთვის შეწირული თანხა  რაიმე სახის კომპრომატია. თუმცა, ნაცრეჟიმის დროს იმდენ ბიზნესმენს აიძულებდნენ თანხის შეწირვას დაშინებით, გამოძალვით, ალბათ პარტიისთვის ფულის შეწირვა ჰგონიათ კომპრომატი. ამ ყველაფრის უკან  ნაცმედიის გიუჟური იდეები იმალება. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, გააფთრებული ეძებენ შავ ლაქებს მისი და მისი ოჯახის წევრების ბიოგრაფიაში. რა თქმა  უნდა ვერაფერს პოულობენ, მაგრამ არსებობს მცირერიცხოვანი  სექტა,  რომელსაც მსგავსი სიცრუეებით იკვებება. როგორღაც ხომ უნდა დაჯერონ, რომ ქველმოქმედება გლეჯვაა შენება კი ნგრევა. მაგრამ დროთა განმავლობაში ასეთ ფეიკებს ძალა  სულ უფრო და უფრო ეკარგგება „ – ნათქვამია სიუჟეტში.

ავტორი აქვე იხსენებს, ალექსანდრე ივანიშვილზე ადრე გაკეთებულ ცრუ რეპორტაჟებს. მაგალითად, თითქოს ალექსანდე ივანიშვილი ნავთობის ბიზნესს აკონტროლებს. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ივანიშვილის კომპანია „ციტადელი“ –   არის  ნავთობპროდუქტების შემნახველი მცირე კომპანია, რომელიც   ნავთობს  არც ყიდულობს და არც ყიდის.  კომპანია ფლობს ნავთობის შესანახ ავზებს, რომელსაც აქირავებს სხვადასხვა ნავთობკომპანიებზე.

ასევე იყო რეპორტაჟი თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე, რომელიც მთავარი არხის თქმით ალექსანდრე ივანიშვილის კუთვნილ ტერიტორიაზე მოხდა, შემდეგ აღმოჩნდა რომ ივანიშვილის ძმის საკუთრება და ის ადგილი სადაც მკვლელობა მოხდა სულ სხვადასხვა შენობაა.

ზურაბი მაზოხისტების ქვეყანა ვართ. შეგვასხას ამ უწიგნურმა ხალხმა ვისაც ამოიჩემებენ ტალახი, მერე ვიმართლოთ თავი არა ასე იყო არა ისეო. ეს არ არის დემოკრატია ეს აღვირახსნილობაა. შევწუხდით. ზოგი იტყვის გადართეო რომ გადართო ზოგი ტალახს ისვრის ზოგი თავის მართლების რეჟიმშია. გამოდის რომ ქართულ არხებს არ უნდა ვუყუროთ.
2 წლის უკან