კახა კუჭავა: 76 წლის წინ კაცობრიობამ ძალიან საშიშ მტერზე გაიმარჯვა და ამ გამარჯვებაში ძალიან დიდი როლი მიუძღვით ქართველ გმირებს

კახა კუჭავა: 76 წლის წინ კაცობრიობამ ძალიან საშიშ მტერზე გაიმარჯვა და ამ გამარჯვებაში ძალიან დიდი როლი მიუძღვით ქართველ გმირებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ უმრავლესობის დეპუტატებთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მისი თქმით, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ვიზრუნოთ ვეტერანებზე, რომლებიც ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი წარმომადგენლები არიან.

„76 წლის წინ კაცობრიობამ ძალიან საშიშ მტერზე გაიმარჯვა და ამ გამარჯვებაში ძალიან დიდი როლი მიუძღვით ქართველ გმირებს. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ისინი, მივაგოთ პატივი და უნდა ვზრუნავდეთ იმ ვეტერანებზე, რომლებიც დღესაც იხსენებენ და არიან ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი.

აუცილებელია, ყოველ წელს არა მხოლოდ ვიზრუნოთ, გვახსოვდეს ისინი და პატივი ვცეთ იმ დიდ მიღწევას, რომელიც მათ თავიანთი შვილებისა და შვილიშვილების გამო, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად გაიღეს“,- განაცხადა კახა კუჭავამ.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 76 წელი გავიდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.