ვიოლა ფონ კრამონი: შემდეგი ნაბიჯი ნიკა მელიას მიერ ციხის დატოვება იქნება

ვიოლა ფონ კრამონი: შემდეგი ნაბიჯი ნიკა მელიას მიერ ციხის დატოვება იქნება

ევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე გამოეხმაურა.

„მშვენიერია! კარგია, რომ ყველა პარტნიორმა შეასრულა დანაპირები. შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ბატონი მელია ძალიან მალე დატოვებს ციხეს. ამან ყველას უნდა გაუხსნას გზა რეგულარული საპარლამენტო მუშაობისაკენ“, - წერს საკუთარ განცხადებაში ვიოლა ფონ კრამონი.