დავით სერგეენკო:  გარედან შემოთვლით: „არ მოგვწონს, გადააკეთეთ“, არ ხდება პარლამენტში, ქუჩის პროტესტების „გამოყოლილში“ არიან - ადამიანებო, შემობრძანდით და მიიღეთ ამაში მონაწილეობა

დავით სერგეენკო:  გარედან შემოთვლით: „არ მოგვწონს, გადააკეთეთ“, არ ხდება პარლამენტში, ქუჩის პროტესტების „გამოყოლილში“ არიან - ადამიანებო, შემობრძანდით და მიიღეთ ამაში მონაწილეობა

არგუმენტები ოპოზიციის მხრიდან რომ ეხებოდეს კანონს და არა კანონპროექტს, ცამდე მართლები იქნებოდნენ, მაგრამ ეხება კანონპროექტს - შემოთვალეს: „არ მოგვწონს, გადააკეთეთ“ , პარლამენტში ასე არ ხდება - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც უპასუხა ამნისტიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებულ კითხვას და ამ კონტექსტსში პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ნაწილის კრიტიკას.

როგორც სერგეენკო აღნიშნავს, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი არის „ნედლი მასალა“, რომელმაც პროცედურები უნდა გაიაროს.

„არგუმენტები ოპოზიციის ან ნებისმიერი ადამიანის მხრიდან კანონს რომ ეხებოდეს და არა კანონპროექტს, ცამდე მართლები იქნებოდნენ, მაგრამ, ეხება კანონპროექტს, რომელიც არის ნედლი მასალა და რომელმაც პლენარულ სხდომაზე დებატები უნდა გაიაროს. ასე შემოთვლით, ანუ, შემოთვალეს: „არ მოგვწონს, გადააკეთეთ“ , ასე არ ხდება პარლამენტში. საპარლამენტო ცხოვრების გამოცდილება ოპოზიციის ნაწილს არ აქვს, მაგრამ დიდ ნაწილს აქვს და არ შეიძლება , არ იცოდნენ“, - აცხადებს სერგეენკო.

კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა შეთანხმება კანონპროექტში კონკრეტულ ჩანაწერთან დაკავშირებით, სერგეენკო პასუხობს: „რა თქმა უნდა. ნებისმიერი ცვლილება, რომელიც საზოგადოებისთვის გახსნილ დებატებში არგუმენტებზე იქნება დაფუძნებული“.

„საპარლამენტო ცხოვრება ეს არის და არა კასტეტებით კალიდორებში სირბილი. არ შეიძლება, რომ ოპოზიციის ნაწილმა, ვისაც საპარლამენტო ცხოვრების გამოცდილება აქვს, არ იცოდეს, რომ ეს ასე ხდება და არა სხვანაირად. ვეცდები, ნაკლებად ხისტი ვიყო, ვვარაუდობ, რომ ამას სპეციალურად კი არ აკეთებენ, არამედ ქუჩის პროტესტების „გამოყოლილში“ არიან - ზემო იმერულად რომ ვთქვათ. რუსთაველის #8-ში ხდება ამაზე დებატები და რომელიმე ჩანაწერი კანონპროექტიდან თუ არ მოგწონს და არგუმენტები გაქვს, იქ უნდა გავცვალო და იქ იბრძოლო არგუმენტირებულად, რომ საბოლოო პროდუქტი იყოს ყველასთვის მისაღები“, - აღნიშნა მან.

ამასთან დავით სერგეენკომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების მექანიზმებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და უპასუხა კითხვას, „თუ რა არის ის, რამაც შეიძლება მელია გამოუშვას საკნიდან?“ როგორც სერგეენკო აცხადებს, ეს ერთი შეხედვით რებუსივით ჩანს, თუმცა ამისთვის საჭიროა საკანონმდებლო აქტივობები.

„ერთი შეხედვით მართლა რებუსივით ჩანს, მაგრამ ამ რებუსს, ამოხსნა, საფუძველი, რაციონალი აქვს, რომელსაც რატომღაც ვერ ვისმენ ხოლმე ფიცხელ გამოსვლებში. ამის გათვალისწინების გარეშე აზრი არ აქვს. იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური შეთანხმება განხორციელდეს, აბსოლუტურ უმრავლესობა შემთხვევებში საჭიროა საკანონმდებლო აქტივობები - კანონების გამოცემა. კანონს გამოსცემს პარლამენტი და არა „ქართული ოცნება“. კანონის ჩამოყალიბებას, მისთვის ფორმის მიცემას და ძალაში შესვლას პროცედურა აქვს. ჯერ კომიტეტშია მსჯელობა, მათ შორის იქ ოპოზიციის თანდასწრებით და მსჯელობით ღია ეთერში,საჯაროდ, საზოგადოების მოსასმენად. ყველაზე რთული ეტაპია საპარლამენტო პლენარულ სხდომაზე მოსმენა. განსაკუთრებით პირველი მოსმენა, სადაც შინაარსობრივი დებატებია. ოპოზიციის დიდი ნაწილი უბრალოდ იგნორირებას უკეთებს ამას, გარედან შემოგვძახებს ხოლმე, რომ აი, ეს, ასე არ მოგვწონს. მიდიან საერთაშორისო ორგანიზაციებში, საქართველოს პრეზიდენტთან, მედია ტრიბუნას იყენებენ, აკნინებენ და იწუნებენ ამას. ადამიანებო, შემობრძანდით და მიიღეთ ამაში მონაწილეობა“, - განაცხადა მან.

trampi რატომ არიან ეს ოცნების კომსომოლები ესეთი დებილები, რატომ???
მიშას დროს დაჩი ცაგურიას, ამ დეგენერატ ჩხარტიშვილს -(ეხლა რომ ნათელაშვილის ფანჩატურში ზის ხოლმე) და მესამე იყო კიდევ, დამავიწყდა იმ ბიჭის გვარი................პარლამენტის წინ ფანტანთან, (დაჟე უფრო აქეთ გზისკენ)) ასე თქვათ მხოლოდ ტრანსპარანტის გაშლის გამო, ნაცებმა სუ თავპირი დაამტვრიეს (ვიმეორებ სამი კაცი, მხოლოდ ტრანსპარატი გაშალეს) ........ ისინი მერე ეგრე ქალაქის სამმართველოში გადაიყვანეს და ერთი კვირა იქ აყუყრყუტეს
ხოოოდა თუ იმათგან ტრანსპარანტის გაშლაც კი არ შეიძლებოდა. ამათგან პარლამენტის შტურმით აღების მცდელობა დემოკრატია იყოოოო ??
გამოვიდა მაშინ კუბლაშვილი (მიშასთვის კანონებს რომ აცხობდა და აცხობდა) და თათარიახლად ახალ გამომცხვარი კანონი გვამცნო....(დააახლოებით შინააარსი ასეთი იყო).......სახელწიფო ადმინისტარაციულ შენობებთან 25 მეტრზე ახლოს მისვლა, სასტიკად აკრძალულია და დასჯადიაო.....
თან მინაშვილი კვერს უკრავდა---- მაგათ ადმინსტრაციული კანონი დააარღვიესო...
სხვათაშორის მერე ეგ ბიჭები პოლიციის ქალაქის სამმართველოში რო ყავდათ გამოკეტილები დიღომში, თან რომ სცემდნენ,.... სწორედ მაშინ იყო (6 მაისს) გრეჩიხამ რუსთაველიდან ხალხი რომ იქით წაგვიყვანა, სწორედ მაშინ იყო იმ ეგრეთ წოდებული (25 მეტრი)კანონის საფუძველზე, ღობეზე გადაძრომისთვის გრეჩიხა რომ კინაღამ მიასიკვდილეს და ხალხს კიდევ ტყვიებით თვალები რო დასთხარეს...
.ყველას გვახსოვს ეს ამბები,
........................... მაგრამ რატო ეს დებილი ოცნების ხალხი მაშინდელ იმ ამბებს, ნაცებს ან ამ ე.წ მეგობრებს არ გააახსენებენ??და რამდენი მაგეთი??
მიტინგებიდან მიმავალ ხალხს, კოლმეურნეობის მოედანზე რომ იტაცებდნენ და მერე გომბორის ტყეში ყრიდნენ??
ან თვითონ ზურაბიშვილი არ იყოოო..... თვითონ მაგას დილის 6 საათზე კოდუა რომ ნაგვის მანქანებით და დამლაგებლებით დაერიაააა??
ან 2010 წლის 26 მაისს ორხევიდან ქვების სროლით პარავოზით რომ გამოგვეკიდნენ??(პარდონ ელმავალითი--ისე კი ერთი ჩორტია )
და კიდე რომელ ერთი მოვყვე??
ან 2011 წლის 26 მაისი ამ დეგენერატი ბურჯანაძის მიტინგი???

და ამ ამბებს გააახსენებენ კი არა, ყველა ჩათლახს სუ პირში უნდა სჩრიდნენ და თხრიდენ . მაგრამ ვინ იზამს ამას??
იმ ნაფრონტალი ხალხიდან, ვისაც ეგ ამბები გადახდათ, ვისაც იმ ყველაფერზე გული შესტკივა, ოცნებაში აღარ არიან და აბა ვინ რაღას იტყვის??
ეს კომსომოლები კიდევ რამეს იტყვიაააან? კიტრზე არა ჰკიდიააათ ჩემნაირების მაშინდელი ცემააა??
ხოოდა ამ ე.წ. ახალ ადმინისტრაციულ კანონში ჯარიმა არ შეიძლება და ნაცების მაშინდელი ტაშფანდური რატო შეიძლებოდა?
რატო ეს ნაძირალები მაშინ ხმას არ იღებდნენ ......რა მასინ დემოკრატიააა ჩუხჩუხებდააააა
და ეხლა ირღვევაააა?
უუხ ................ თქვენი დემოკრატია ქუნემ თანაც ამერიკულად
არადა მე სუ ფანჯარაში ვიყურები....... მაგრამ არა რააა, .... არა
4 წლის უკან