შალვა პაპუაშვილი: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან

შალვა პაპუაშვილი: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან

მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია ასევე სხვა ქვეყნების წარმატებულ გამოცდილებასა და სტანდარტებთან.

„მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან. ასევე, სხვა ქვეყნების წარმატებულ გამოცდილებასა და სტანდარტებთან. ამ კუთხით რამე სახის პრეტენზია არ შეიძლება არსებობდეს. მოვისმინეთ ოპონენტების განცხადებები და სიმართლე გითხრათ, არც სამართლებრივ, არც რამე გონივრულ საფუძველს მე მათ მოსაზრებებში ვერ ვხედავ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.