ანრი ოხანაშვილი: ვფიქრობ, კახი კალაძე უალტერნატივო იქნება, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ გაცნობებთ

ანრი ოხანაშვილი: ვფიქრობ, კახი კალაძე უალტერნატივო იქნება, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ გაცნობებთ

ვფიქრობ, კახი კალაძე იქნება უალტერნატივო, თუმცა როდესაც მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, ამის შესახებ გეცნობებათ, - ამის საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე წარსადგენ კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კანდიდატების შესარჩევად მთავარი კრიტერიუმი მათ მიმართ საზოგადოების სიმპათია და მხარდაჭერა იქნება.

„გუნდში არიან გამოკვეთილი ლიდერები, რომელთა მიმართაც არის საზოგადოების სიყვარული, თანადგომა, პატივისცემა და იმედი, რა თქმა უნდა, კანდიდატების შერჩევისას ჩვენ ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელებთ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

თვითმმართველობის არჩევნებამდე ექვსი თვე დარჩა. პოლიტიკური პარტიები კი მერობის კანდიდატების დასახელებას არ ჩქარობენ.