რეჟისორი რობერტ სტურუა ოპოზიციურად განწყობილ მედიას უპირისპირდება. დავით გარეჯში მომხდარ ინციდენტს რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში შემდეგნაირად გამოეხმაურა:
„ძალადობა ცუდია. ძალადობას ბადებს ძალადობა. რაც ასევე ცუდია. „მთავარის“, „პირველის“ და „ფორმულას“ „ჟურნალისტები“ ძალადობთ ქართველი ხალხის უმრავლესობის წინააღმდეგ.
შესაბამისად, თქვენნაირი უკულტუროები თქვენს ძალადობას ძალადობით პასუხობენ. აპიარეთ ნაცების 6 პარტია, ცაავა, სარია. მხარი დაუჭირეთ სადისტი და უზნეო უმცირესობის ძალადობას უმრავლესობაზე. ებრძოლეთ პატრიარქს და ეკლესიას. ალანძღინეთ პატრიარქი ცაავას და მის სექტას. აუცილებლად თქვენს ამ აგრესიას და უზნეობას იმავენაირად უპასუხებენ.
„ქართული ოცნება“ თქვენგან და „ნაცებისგან“ არ იცავს ქვეყანას. შესაბამისად, ხალხში ვინც ნაკლებად კულტურულია, ძალადობით იცავენ თქვენგან თავს. კი არ ვამართლებ ძალადობას, ვხსნი მექანიზმს, თუ რა ხდება… დანარჩენები არ ვძალადობთ თქვენზე. უბრალოდ კანალიზაციებს გეძახით „მთავარს“ და „ფორმულას“. „ტვ-პირველს“ კი, სოფლის უბორნიას“.