ლევან იოსელიანი ამნისტიის პროექტებზე: თუ პარტიები ცალ-ცალკე კანონპროექტის ინიცირებით წავლენ, ეს სცდება მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას

ლევან იოსელიანი ამნისტიის პროექტებზე: თუ პარტიები ცალ-ცალკე კანონპროექტის ინიცირებით წავლენ, ეს სცდება მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას

თუ პარტიები ცალ-ცალკე კანონპროექტის ინიცირებით წავლენ, ეს სცდება შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას და მაშინ მე არანაირი არგუმენტაცია არ მაქვს, რატომ უნდა დავუჭირო მხარი ან ერთს, ან მეორეს,- ამის შესახებ “მოქალაქეების" ერთ- ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან ამნისტიის პროექტის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის კანონპროექტებს შორის პრინციპულ სხვაობას ვერ ხედავს, ამიტომ მონდომების შემთხვევაში, არსებობს რესურსი, ერთ ფორმულირებამდე მივიდნენ.

"საკომიტეტო მოსმენამდე არ მაქვს მოლოდინი, რომ პოზიციები შეჯერდება და ერთ, საერთო ფორმულირებამდე მივალთ. თუმცა, მინდა იმედი გამოვთქვა, რომ საკომიტეტო მოსმენაზე ამ მიმართულებით რაღაც ნაბიჯები იქმება გადადგმული ორივე მხრიდან.

დეტალებში არ ჩავალ. არც ერთი კანონპროექტი არ პასუხობს იმ სულისკვეთებას, რაც წერია შარლ მიშელის დოკუმენტში. ნიკა მელიას რაც შეეხება, ევროკავშირის წარმომადგებლობა მზად არის როგორც ჩემთვის ცნობილია, რომ გირაო გადაიხადოს და ამ ფორმით გამოვიდეს ციხიდან,"- განაცხადა იოსელიანმა.