დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ჰქონდა ბაქოში, მოვიდა საიმედო სიგნალი, ეს მოლაპარაკებები სადავო პრობლემას სასიკეთოდ გადაწყვეტს

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ჰქონდა ბაქოში, მოვიდა საიმედო სიგნალი, ეს მოლაპარაკებები სადავო პრობლემას სასიკეთოდ გადაწყვეტს

პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ჰქონდა ბაქოში, მოვიდა საიმედო სიგნალი და იმედით ვუყურებთ ამას, რომ ეს მოლაპარაკებები სასიკეთოდ გადაწყვეტს იმ სადავო პრობლემას, რაც ყველას გვაწუხებს, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტის კომენტირებისას განუცხადა.

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძე იმედს გამოთქვამს, რომ საკითხი ძმურად და სამართლიანად გადაწყდება.

„პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ჰქონდა ბაქოში, მოვიდა საიმედო სიგნალი და იმედით ვუყურებთ ამას, რომ ეს მოლაპარაკებები სასიკეთოდ გადაწყვეტს იმ სადავო პრობლემას, რაც ყველას გვაწუხებს. ძმურად და სამართლიანად გადაწყდება, ეს მოიტანა ამ დიალოგმა“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.