ეს ფილმი დარჩება, როგორც სიმართლე გარეჯის შესახებ....  და კიდევ: შეუძლებელია შეაშინო ის, ვისაც არ ეშინია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მართალია...  ან, უბრალოდ, არ სჩვევია შიში...

ეს ფილმი დარჩება, როგორც სიმართლე გარეჯის შესახებ....  და კიდევ: შეუძლებელია შეაშინო ის, ვისაც არ ეშინია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მართალია...  ან, უბრალოდ, არ სჩვევია შიში...

"ეს ფილმი დარჩება, როგორც სიმართლე გარეჯის შესახებ....  და კიდევ: შეუძლებელია შეაშინო ის, ვისაც არ ეშინია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მართალია...  ან, უბრალოდ, არ სჩვევია შიში"... - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მაია გოგოლაძე.

"ახლა ყური მოვკარი „მთავარ არხზე“ ეკა კვესიტაძე გარეჯის შესახებ გაკეთებულ ჩვენს ჟურნალისტურ გამოძიებას განიხილავდა და ამბობდა, საბჭოთა ჟურნალისტიკასაც შეშურდებოდა ასეთი პროდუქტიო... არა, უფრო პლაკატურად და დაშტამპულად თქვა, როგორც ასწავლეს პარტიულ მედიაში... სხვები კვერს უკრავდნენ...უბრალოდ გამეცინა და ძალიანაც არ გავბრაზებულვარ, რადგან შეუძლებელია გაბრაზდე გააფთრებისგან სასოწარკვეთილ ადამიანზებზე, როცა ისინი სისულელეს ამბობებენ... ბრაზი ახშობს გონებას... რაც შეეხება ეკა კვესიტაძეს... ის ლამის მეორე ათწლეულია პარტიული ტელევიზიის წამყვანი ჟურნალისტია, უდანაკარგოდ არის შერწყმული ნაციონალურ მოძრაობასთან და ნამდვილად კლასიკური ნიმუშია საბჭოთა ყალიბის ჟურნალისტისა, ოღონდ ნაკლები კვალიფიკაცია აქვს, ვიდრე ბოლო ჟამის საბჭოთა ჟურნალისტებს ჰქონდათ... მისი შემეცნების წყარო ძირითადად ფეისბუქკორიფეების პოსტები და მათ მიერ ნებადართული იდეური კონტენტია, რაც მკაფიოდ ჩანს მის გადაცემებში... ასეა, პოლიტიკისადმი მსახურება აკნინებს ინტელექტს და კლავს რეალობის აღქმას. საბჭოთა სტანდარტი კი არის პარტიული ტელევიზია, ანუ „მთავარი არხი“ და მისი ჟურნალისტები, კვესიტაძის ჩათვლით.  ფაქტიურად „მთავარი არხი“ თავად არის პარტია, რადგან ნაციონალური მოძრაობისგან „მთავარი არხის“ გარდა აღარაფერი დარჩა... ამიტომ მესმის ბრაზი, სასოწარკვეთა, საკუთარი მრუდე რეალობის კონსტრუირების სურვილი... და აქედან გამომდინარე  -  მდარე კონტენტი.

ახლა, რაც შეეხება ჩვენს ფილმს... პასუხს ვაგებთ მასში თქმულ ყოველ სიტყვაზე. ყველა ფაქტი ეყრდნობა უტყუარ დოკუმენტურ მასალას, ზედმიწევნით არის შესწავლილი და მრავალჯერ მრავალი საშუალებით გადამოწმებული, მასში არ არის პოლიტიკური ინტენციის ნიშან-წყალი, არის მხოლოდ გარეჯის კუთვნილების საკითხის ფაქტობრივი კვლევა, რომელმაც გარკვეულ დასკვნებამდე მიგვიყვანა... მართალი გითხრათ, ჩვენც არ მოველოდით ასეთ შედეგებს... ფაქტობრივად გამოიკვეთა, რომ მთელი ხელისუფლებები და მათი ჩინოვნიკები ნაბიჯ-ნაბიჯ კარგავდნენ გარეჯს და იმითაც არ იწუხებდნენ თავს, საკუთარი კომისიების მიერ შედგენილ რუკებზე დაეხედათ და ენახათ, სად  და როგორ გაატარეს საზღვარი და რას კარგავს ამით საქართველო... დასკვნები არ მოეწონათ მათ, ვისი უშუალო წვლილიც არის იმაში, რომ უდაბნოსა და ჩიჩხიტურში საქართველოდან ფეხს ვეღარავინ დგამს... ფილმმა აღაშფოთა ნაციონალური მოძრაობა და მისით ნასაზრდოები საზოგადოება, მეცნიერები იქნებიან ეს, იურისტები, ჟურნალისტები თუ სხვანი... ასევე ისინი, ვისაც ფილმი არ უნახავს, მაგრამ კარგ ტონად მიაჩნია იმის მტკიცება, რომ გარეჯი არ არის საქართველო...  მინდა ვკითხო ამ წონასწორობადაკარგულ საზოგადოებას: რატომ აღეგზნენ ასე უკიდეგანოდ და რატომ უნდათ ასე გავეშებით, რომ გარეჯი არ იყოს საქართველო?.. რა იმალება ამის უკან? ორი დღეა, არ წყდება საჯარო სივრცეში მათი აქტიურიბა, გააფთრებული შეტევა საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ფილმის ავტორებზე: ფაქტების დამახინჯება, მანიპულატორული, სახელდახელოდ კონსტრუირებული კვლევის მცდელობა, უბრალოდ,  უხეში ტყუილი, ცილისწამება, ლანძღვა, ბინძური ხრიკები და ასე შემდეგ...  მათ სურთ ჩვენზე განახორციელონ მედიატერორი ან უბრალოდ საჯარო ტერორი, რაშიც ნამდვილად არიან გაწაფულები... თუმცა მთელი ეს ნიაღვარი ვერ შეცვლის იმ სიმართლეს, რომელიც სრულად არის წარმოჩენილი ჩვენს ფილმში, ვერ დააკნინებს მის მნიშვნელოვნებას... მე ვიტყოდი, პირიქითაც ხდება...ეს ფილმი დარჩება, როგორც სიმართლე გარეჯის შესახებ....  და კიდევ: შეუძლებელია შეაშინო ის, ვისაც არ ეშინია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მართალია...  ან, უბრალოდ, არ სჩვევია შიში"...

Ninja ყოჩაღ! აი, ასეთი უნდა იყოს ნამდვილი ჟურნალისტი. ??
4 წლის უკან