„საქართველოს ხელისუფლება რომ შეიცვალოს, აუცილებელია მესამე, მძლავრი მიზიდულობის ცენტრის გაჩენა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ქართულ ოცნებას“ ნეგატიური, არაფრისმკეთებელი კამპანიით 7 არჩევნები აქვს მოგებული. ბოლო არჩევნები გააყალბა კიდეც. ოქტომბრისთვის აუცილებლად უნდა შეიქმნას მძლავრი მიზიდულობის ცენტრი. როგორც შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმებისკენ იძულება გავაკეთეთ ადამიანებმა, რომლებსაც თითქოს დაბალი მხარდაჭერა გვქონდა, მაგრამ გვეყო ძალა პასუხისმგებლობა აგვეღო ჩვენს თავზე, ასე უნდა შევათანხმოთ ყველა მხარე, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში და პერსონალურ დაპირისპირებას ავაცდინოთ. თუ მესამე მძლავრი ცენტრი არ შეიქმნება, ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
შემოდგომაზე საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება.