ადვოკატის განცხადებით, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის გირაოს გადახდას ბრალდებულის თანხმობა არ სჭირდება

ადვოკატის განცხადებით, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის გირაოს გადახდას ბრალდებულის თანხმობა არ სჭირდება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებული თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის გირაოს გადახდას ბრალდებულის თანხმობა არ სჭირდება.

როგორც კონდახიშვილი განმარტავს, ნიკა მელიას თანხმობა გირაოსთან დაკავშირებით, დღის წესრიგშიც არ დგას. ადვოკატის თქმითვე, ხელისუფლებას მელიას პატიმრობაში ყოფნა პრობლემას უქმნის, თუმცა, მისი თავისუფლებაში ყოფნა უფრო პრობლემური იქნება.

"შევხვდით და სხვადასხვა საკითხები გავიარეთ. რაც შეეხება გირაოს, ნიკა მელიას თანხმობა საერთოდ, არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ, დღის წესრიგში არ დგას. ხელისუფლების დაქვემდებარებაშია პროკურატურა, სასამართლო და ნებისმიერ დროს შეუძლია ხელისუფლებას მიმართოს სასამართლოს, გირაო მოითხოვონ, ნიკა მელიას თანხმობა არაფერ შუაშია. აბსოლუტურად არ არის საჭირო ნიკა მელიას თანხმობა გირაოზე, ნებისმიერ დროს შეუძლია პროკურატურას სასამართლოს მიმართოს და ნიკა მელია თავისუფლდება სხდომათა დარბაზიდან. არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ, ნიკა მელიას თანხმობა არაფერ შუაშია, ისვე, როგორც ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით, ნიკა მელიას თანხმობა ვერანაირ ზეგავლებას ვერ ახდენს, ზუსტად ანალოგიურადაა, გირაოსთან დაკავშირებით თანხმობაც. ნიკა მელიას გათავისუფლების გასაღები არის ხელიაუფლების ხელში, ისევე როგორც მისი დაპატიმრება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ასევე მისი გათავისუფლება პოლიტიკური პატიმრობიდან არის ხელისუფლების ხელში. რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის ნიკა მელიას ციხეში ყოფნა პრობლემაა, მაგრამ როგორც ჩანს, მათთვის უფრო დიდი პრობლემაა ნიკა მელიას თავისუფლებაში ყოფნა, ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ მისი პატიმრობა გაახანგრძლივონ და ისრები მასზე გადმოიტანონ. ცდილობდბენ, საზოგადოება დაერწმუნებინათ, რომ გასაღები ნიკა მელიას ხელში იყო, მაგრამ 13 აპრილს, როცა პროცესი ჩატარდა, პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვა",- განაცხადა კონდახიშვილმა.

Maverick თუ თანხმობა არ ჭირდება, უსახელო, უგვარო პატიმარს ჩაურიცხონ და მელია იგულისხმონ!
2 წლის უკან