მიხეილ სააკაშვილი: გასაგიჟებული მხარდაჭერა მაქვს, ნავალნის გმირად ვთვლი, მაგრამ რუსეთში ჯერ ასეთი მხარდაჭერა არ არის

მიხეილ სააკაშვილი: გასაგიჟებული მხარდაჭერა მაქვს, ნავალნის გმირად ვთვლი, მაგრამ რუსეთში ჯერ ასეთი მხარდაჭერა არ არის

ვფიქრობ, საქართველოში მთავრობა წელს ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება, პირადად მე და ჩემი პოლიტიკური ძალა მოვემზადებით, ბოლომდე მივიყვანთ საქმეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „დოიჩე ველეს“ რუსულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, საქართველოში ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება მთავრობა წელს. მათ მოიპარეს არჩევნები, მაგრამ მერე ჩაერივნენ ევროპელები. მიღწეული იქნა შეთანხმება, რომელიც სრულყოფილებამდე ძალიან შორსაა, მაგრამ რომელიც ხსნის რეფერენდუმის საკითხს, პრაქტიკულად ხელისუფლების ცვლილებას ამ წლის შემოდგომაზე. ამიტომ, მგონია, რომ პირადად მე და ჩემი პოლიტიკური ძალა მოვემზადებით, ბოლომდე მივიყვანთ საქმეს და არ ვაპირებთ, მათ ქვეყნის განადგურების უფლება მივცეთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, სააკაშვილმა უპასუხა კითხვას, შეიძლება, თუ არა მთავრობა მას რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნივით მოექცეს.

„კი, მაგრამ რუსეთისგან განსხვავებით ქართველი ხალხი საკმარისადაა მობილიზებული. უბრალოდ გასაგიჟებული მხარდაჭერა მაქვს. ნავალნის მე რეალურად გმირად ვთვლი. ჯერ ასეთი მხარდაჭერა რუსეთში არ არის, მაგრამ დროთა განმავლობაში ის მოვა თუ ის გადარჩება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსის შეფასება სხვადასხვანაირად შეიძლება და მისგან არასასიამოვნო რაღაცები მახსოვს, ის საერთო ჯამში გმირობის სიმბოლოა და ასეთი ხალხი ცოტაა და საჭიროა მათი მხარდაჭერა“, – განაცხადა სააკაშვილმა.