გურამ მაჭარაშვილი: მზად ვართ ოპონენტებთან გვქონდეს კონსულტაციები და ერთობლივად მივიღოთ კანონი ამნისტიის შესახებ

გურამ მაჭარაშვილი: მზად ვართ ოპონენტებთან გვქონდეს კონსულტაციები და ერთობლივად მივიღოთ კანონი ამნისტიის შესახებ

მმართველი გუნდი მზად არის ოპოზიციასთან კონსულტაციებისთვის ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით. ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ არასოდეს გვქონია პრობლემა ოპოზიციასთან მათი წინადადებების განხილვასთან დაკავშირებით, თუმცა ერთი რამ უნდა ითქვას - აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგები ის პრინციპი და პათოსი, რომელიც არის ჩადებული შარლ მიშელის დოკუმენტში - შეთანხმებაში, რომელსაც ხელი მოვაწერეთ ჩვენც და ოპოზიციამაც. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ჩვენ იქ არსებული პრინციპის საწინააღმდეგოს ვერაფერს ჩავდებთ, თუმცა, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ოპონენტებთან გვქონდეს კონსულტაციები და ერთობლივად მივიღოთ ეს კანონი“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

პარლამენტში ამნისტიის 2 კანონპროექტია დარეგისტრირებული - ერთი „ქართული ოცნების“, მეორე კი ოპოზიციის.