ამნისტია არ იყო „ქართული ოცნების“ მოთხოვნა. პოლიტიკასთან დაკავშირებული თუ არ დაკავშირებული პირების სამართლებრივი დევნის საკითხი „ქართული ოცნების“ მხრიდან არასოდეს წამოწეულა. ლოგიკურია ეს ამბავი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „იმედის ფაქტორში“ ისაუბრა.
„ევროკავშირი და აშშ ნიკა მელიას არ თვლის პოლიტპატიმრად. მათ უბრალოდ იციან, რომ თუ ეს საქმე სასამართლოში გაგრძელდება, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის ალბათობა ძალიან მაღალია. აქედან გამომდინარე, ამნისტიის საკითხი შემოთავაზებულ იქნა იმისთვის, რომ პოლიტიკური ტურბულენტობა ყოფილიყო არიდებული. ამნისტია ნიშნავს გარკვეულწილად პოლიტიკურ აქტს, რომელიც გარკვეულ მოვლენასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლებრივ საქმეების პატიების, შეწყალების თუ რაც გნებავთ დაარქვით, ფურცელს გადაშლის. ეს სულისკვეთება იყო აქ ჩადებული. ჩვენ თუ ამაზე არ წავალთ, უნდა ვიცოდეთ, რომ იქნება სასამართლო განხილვა და რა გადაწყვეტილებასაც გამოიტანს სასამართლო, ის გადაწყვეტილება იქნება ნიკა მელიას ბედის განმსაზღვრელი. მაშინ უნდა ვთქვათ, რომ თანხმა ვართ სასამართლომ გადაწყვიტოს მისი ბედი და აღსრულდეს ისე როგორც რომაული სამართალი ამბობს „სამართალი უნდა აღსრულდეს, თუნდაც ქვეყანა დაინგრეს“ და დამთავრდება ამით ყველაფერი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.