თამთა მეგრელიშვილი: ნიკანორ, სადაც ევროკავშირის გირაოზე უარს ამბობ, იქ წესით შენს პატივს და ღირსებას არც „ოცნების“ მიერ გადმოგდებული ამნისტია და შეწყალება უნდა ეკადრებოდეს

თამთა მეგრელიშვილი: ნიკანორ, სადაც ევროკავშირის გირაოზე უარს ამბობ, იქ წესით შენს პატივს და ღირსებას არც „ოცნების“ მიერ გადმოგდებული ამნისტია და შეწყალება უნდა ეკადრებოდეს

ნიკანორ, სადაც ევროკავშირის გირაოზე უარს ამბობ, იქ წესით შენს პატივს და ღირსებას არც „ოცნების“ მიერ გადმოგდებული ამნისტია და შეწყალება უნდა ეკადრებოდეს, - ამის შესახებ იურისტი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ნიკა მელიაზე წერს.

​„ნიკა მელიამ თქვა გუშინ, ჩემით ივაჭრეს და შეურაცხყოფილი ვარო. კი, შეურაცხყოფილი უნდა იყოს ნამდვილად, ოღონდ იმიტომ კი არა რომ ვინმემ ივაჭრა, იმიტომ, რომ სააკაშვილმა გამოიყენა, მოექცა როგორც დასაქოქ თოჯინას და მერე უცებ შეუცვალა პოზიცია, ხელი მოვაწეროთო ნაცებს უთხრა. ამიტომ ნიკანორ, სადაც ევროკავშირის გირაოზე უარს ამბობ, იქ წესით შენს პატივს და ღირსებას არც „ოცნების“ მიერ გადმოგდებული ამნისტია და შეწყალება უნდა ეკადრებოდეს. დარჩი ციხეში და ვაჟკაცურად მოიხადე ეგ სასჯელი, ან არადა გმირობანას თამაშს თავი დაანებე და საქმე იმას გაურჩიე, ვინც ამ დღეში ჩაგაგდო!“, - წერს თამთა მეგერლიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გირაოზე კვლავ უარი თქვა.