შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, უნდა შევიწყალოთ ნიკა მელია, პატიების აქტია პარლამენტის გარკვეულწილად

შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, უნდა შევიწყალოთ ნიკა მელია, პატიების აქტია პარლამენტის გარკვეულწილად

მიკვირს, რომ ნიკა მელია თუ ნაციონალური მოძრაობა, თუ ევროპული საქართველო, ვინც მის გარშემო არიან შემოკრებილნი უარს აცხადებენ, რომ მიიღონ ეს ნაბიჯი, რომელსაც ევროკავშირი დგამს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ნიკა მელიას გადასაწყვეტია დაეთანხმება თუ არა ამინისტრიას.

,,ესეც ჩვენი კომპრომისული გადაწყვეტილება იყო, გამოდის რომ ფაქტობრივად უნდა შევიწყალოთ ნიკა მელია, პატიების აქტია პარლამენტის გარკვეულწილად. ამ ამინისტიასაც არ ვიცი აპირებს თუ არა დაეთანხმოს, საბოლოო ჯამში , ეს არის მისი გადასაწყვეტი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა