როგორც ოხანაშვილი ამბობს, უცნაური და გაუგებარია, რატომ ამბობს მელია უარს დასავლელი პარტნიორების მიერ შეთავაზებულ გირაოზე.
„უცნაურია, კაცს ციხიდან გამოსვლა არ უნდა. ჯერ ამბობდა არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთო, ახლა ამბობს არ გადავიხდი და არ გამოვალო. როგორც ჩანს, მას საკუთარ თავთან აქვს ვალდებულება, რომ ბოლომდე მოიხადოს სასჯელი ჩადენილი დანაშაულისთვის. ასევე ცალსახაა, რომ მელია მონაწილეა და ერთგვარი ტყვეა სააკაშვილის პოლიტიკური თამაშების. მიუხედავად ამისა, მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით ქართულმა ოცნებამ, როგოც პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ აიღო ვალდებულება და ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. თუ მელია უარს იტყვის ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოზე, პარლამენტი მიიღებს ამინისტიის კანონს და ჩვენ, „მმართველი გუნდი“ მზად ვართ მას ვაპატიოთ ჩადენილი დანაშაული, თუმცა არ გამიკვირდება, რომ ამაზეც უარი თქვას მოტივით, რომ მას „ოცნების“ საპატიებელი არაფერი სჭირს“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.