ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.
„განსაკუთრებულად მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოში ვიმყოფები. პოლიტიკური კრიზისი უკან ჩამოვიტოვეთ და მძიმე სამუშაო იწყება, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაიყვანს. საქართველოს ლიდერებს ამ შეთანხმების მიღწევა მინდა მივულოცო“, - დაწერა შარლ მიშელმა Facebook-ზე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ კომპრომისი არა სისუსტე, არამედ ევროპული სიძლიერეა.
„ეს მიღწევა თქვენია და ახლა გამოწვევა მისი ამოქმედებაა. მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო თქვენი სიბრძნისა და სახელმწიფოებრიობისთვის და ბატონო პრემიერო თქვენი ლიდერობისთვის! ეს მიღწევა მით უფრო მნიშვნელოვანია, თუ რთულ რეგიონალურ ვითარებას გავითვალისწინებთ. ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია უკრაინის საზღვრებთან და არალეგალურად ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო აქტიურობით. ეჭვი არავის შეეპაროს: საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის ერთგულება ისე ძლიერია, როგორც არასდროს“, - განაცხადა შარლ მიშელმა.