არჩილ თალაკვაძე: ნიკა მელიას გადასაწყვეტია, ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფის ღონისძიებას დაეთანხმება, თუ არა

არჩილ თალაკვაძე: ნიკა მელიას გადასაწყვეტია, ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფის ღონისძიებას დაეთანხმება, თუ არა

რაც შეეხება ნიკა მელიას, ამომწურავი განმარტება, რაც გაკეთდა მედიატორის მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერამდე, მკაფიოდ ამბობს, რომ ეს არის ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფის ღონისძიება. თავად პატიმრობაში მყოფი პირის გადასაწყვეტია, ამ გირაოს დაეთანხმება, თუ არ დაეთანხმება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

იგი პატიმრების გათავისუფლების საკითხს შეეხო, რომელსაც შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს.

„რაც შეეხება პატიმრების საკითხს, აქ ყველაფერი ნათლად იყო განმარტებული. ქალბატონმა პრეზიდენტმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შეწყალებასთან დაკავშირებით და მან ამ გადაწყვეტილების განხორციელების ვადები მკაფიოდ დაასახელა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.

„რაც შეეხება ნიკა მელიას, ამომწურავი განმარტება, რაც გაკეთდა მედიატორის მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერამდე, მკაფიოდ ამბობს, რომ ეს არის ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფის ღონისძიება. რა თქმა უნდა, თავად პატიმრობაში მყოფი პირის გადასაწყვეტია, ამ გირაოს დაეთანხმება, თუ არ დაეთანხმება. შემდეგი ნაბიჯი იქნება, როდესაც ოპოზიციონერი კოლეგები შემოვლენ პარლამენტში, შეთანხმება ამბობს, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამნისტიის შესახებ პროექტზე, რომლის ინიცირებასა და მიღებას რეგლამენტით გათვალისწინებული დრო სჭირდება“, - დასძინა თალაკვაძემ.