ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შარლ მიშელის ვიზიტი და მისი გამოკვეთილად მხარდამჭერი განცხადებები საქართველოს მიმართ

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შარლ მიშელის ვიზიტი და მისი გამოკვეთილად მხარდამჭერი განცხადებები საქართველოს მიმართ

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შარლ მიშელის ვიზიტი და მისი გამოკვეთილად მხარდამჭერი განცხადებები საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ეს ძალიან კარგ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის მიმართულებით უფრო ამბიციურად იმოქმედოს.

„ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, სამ წელიწადში წარვადგინოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. ჩვენ ვისმენთ მკაფიოდ მხარდამჭერ განცხადებებს ხელისუფლების მისამართით. ჩვენი პარტნიორები ძალიან აფასებენ „ქართული ოცნების“ მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, რათა ეს შეთანხმება გაფორმებულიყო. ასეთია საერთო დამოკიდებულება ევროპარლამენტის წევრებს შორის. აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებთან გვქონდა შეხვედრა და მათი დამოკიდებულებაც არის იგივე. აფასებენ „ქართული ოცნების“ ძალისხმევას და მთლიანობაში შეთანხმების გაფორმებას, რომელიც უნდა გახდეს საფუძველი ახალი ტიპის ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - განაცხადა კობახიძემ.