14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის დრამატულ მოვლენებს უკავშირდება.

42 წლის წინ რუსთაველის გამზირზე გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას და არ დაუშვა საბჭოთა კონსტიტუციის 78-ე მუხლში შეტანილი იმ ცვლილების დამტკიცება, რომლის მიხედვითაც, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.

სტუდენტური მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.