თეა წულუკიანი: „პოლიტიკური მგელი“ ჩემთვის ბიძინა ივანიშვილია, იმ გაგებით, რომ სხვები მიაჩოჩ-მოაჩოჩა და სახელმწიფოს ინტერესი მაინც გადაარჩინა

თეა წულუკიანი: „პოლიტიკური მგელი“ ჩემთვის ბიძინა ივანიშვილია, იმ გაგებით, რომ სხვები მიაჩოჩ-მოაჩოჩა და სახელმწიფოს ინტერესი მაინც გადაარჩინა

ქართულ პოლიტიკაში, თუ დამოუკიდებლობის შემდგომ პერიოდს ავიღებთ, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ „მგელი“ ნამდვილად იყო, თუმცა მას „მელას“ უწოდებდნენ, ესაა შევარდნაძე, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ნოესთან“განაცხადა.

„თუ უფრო აქეთ წამოვალთ, ვფიქრობ რომ „პოლიტიკური მგელი“ იმ გაგებით, რომ სხვები მიაჩოჩ-მოაჩოჩა და სახელმწიფოს ინტერესი მაინც გადაარჩინა, სადაც დასჭირდა იბრძოლა, მერე დაიხია ... კომპრომისი მოუწია და ა.შ. თუ ამას ვიგულისხმებთ მგელში, ჩემთვის ნამდვილად არის ბიძინა ივანიშვილი, რომლის გარეშეც ჩვენ ვერ გავიმარჯვებდით 2012 წელს და ეს ბევრს ავიწყდება. სხვა არ ვიცი ვინ შეიძლება მგლად ჩავთვალოთ. თუ უარყოფით კონტექსტში განვიხილავთ, გვარების სია გაცილებით უფრო გრძელი იქნება“, - აღნიშნა წულუკიანმა.