ირაკლი ალასანია ავღანეთში ქართველი სამხედროების მიერ წარმატებით ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება

ირაკლი ალასანია ავღანეთში ქართველი სამხედროების მიერ წარმატებით ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში ქართველი სამხედროების მიერ ამერიკელი ჯარისკაცების ტყვეობიდან გათავისუფლების სპეცოპერაციის წარმატებით დასრულებას ეხმაურება.

თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-სადმი საქართველოს სანდო პარტნიორობას.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომ ოპერაცია ასე წარმატებით განხორციელდა. ეს ის ნაბიჯებია, რაც მთელ მსოფლიოში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგელების მაღალ შეფასებას აძლევს. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი საიმედო პარტნიორია და ისინი გვთვლიან სერიოზულ პარტნიორებად. ჩვენი ბიჭების წარმატება სწორედ ამას ადასტურებს", - აღნიშნა ალასანიამ.

ქართველმა სამხედროებმა დაახლოებით ერთი კვირის ჰელმანდის პროვინციაში სპეცოპერაციის შედეგად ამერიკელი სამხედრო ჯარისკაცები ტყვეობიდან იხსნეს.