სენაკის N22-ში გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო.

სენაკის N22-ში გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო.

ჩუღურეთის რაიონში, სენაკის ქ. N22-ში 100 კვადრატულ მეტრზე,მწვავედ ავარიული ფერდობის გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. მიმდინარე პროექტი ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი ვოლსკისთან, ასევე პარლამენტის დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნული სამუშაოები, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და მისი ღირებულება 54,000 ლარია. მსგავსი სამუშაოები რაიონში,9 მისამართზე უკვე დასრულდა.
 
     
amo ა ბატონო, ჩუღურეთის გამგებელი არც თვითონ ისვენებს და არც სხვას ასვენებს (ვიცე სპიკერის ჩათვლით) და რა ხდება ამ დროს საბურთალოს მუნიციპალიტეტის დიდ დიღომში ავთანდილის ვითომ ქუჩაზე? ეხ ამხ. ვასაძევ!
3 წლის უკან