საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ კომისიის წევრებთან ერთად სს „ენერგო-პრო გენერაციის“ ენერგეტიკულ ობიექტებზე დასრულებული სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ასევე, გაეცნო საინვესტიციო გეგმის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებს, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის უწყვეტი და საიმედო მიწოდების უზრუნველყოფას.
სემეკის თავმჯდომარე და წევრები, აპარატის თანამშრომლებთან და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ რიონჰესზე, გუმათჰესების კასკადსა და ლაჯანურჰესზე. დაათვალიერეს როგორც ჰიდროტექნიკური ნაგებობები, ასევე ქვესადგურები და ძალოვანი აგრეგატები (ტურბინა-გენერატორები). კომისიამ ასევე დაათვალიერა შპს „ენკა რინიუებლზის“ სამშენებლო მოედანი და გაეცნო სამუშაოების უზრუნველყოფის მიზნით ქსელზე მიერთების შესაძლო ვარიანტებს.