პარტია „თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავა ერეკლე კოდუას პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. კუკავა კონკრეტულ მაგალითებს ასახელებს და აცხადებს, რომ სწორედ კოდუას ბრძანებით წლების განმავლობაში მოქალაქეებს უკანონოდ ჩამოართვეს კუთვნილი ქონება.
„თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარეს მაგალითად წიწილაშვილების ოჯახის საქმე მოჰყავს. მისი თქმით, წიწილაშვილებს კოდუას ბრძანებით კუთვნილი ქონება, ავტომანქანა და სხვა ნივთები ნივთმტკიცების სახით ჩამოართვეს, თუმცა აღარ დაუბრუნეს. კუკავა პროკურატურას მიმართავს და აცხადებს, რომ ამ უწყებამ დროულად უნდა გამოიძიოს მსგავსი ტიპის დანაშაულები.