მიხეილ სარჯველაძე: კომპრომისი ულტიმატუმების დაყენებას არ გულისხმობს

მიხეილ სარჯველაძე: კომპრომისი ულტიმატუმების დაყენებას არ გულისხმობს

კომპრომისი ულტიმატუმების დაყენებას არ გულისხმობს, - აცხადებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების შესახებ საუბრისას.

„არ შეიძლება, რომელიმე მხარე მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას იმ განწყობით, რომ ერთის მხრივ, კომპრომისს წარმოადგენს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და მეორეს მხრივ - ან ყველაფერი, ან არაფერი. ასეთი მოთხოვნების წამოყენება, რა თქმა უნდა, ულტიმატუმია და ეს არ შეიძლება გავაიგივოთ მოლაპარაკების პროცესთან იმის გამო, რომ ვინმე მოლაპარაკების პროცესს ესწრება“ , - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღეს კრისტიან დანიელსონმა პოლიტიკურ მხარეებთან მოლაპარაკებები დაიწყო. ევროპელი დიპლომატი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კომპრომისი არის ევროპული გზა. აქვე კრისტიან დანიელსონი ამბობს, რომ ევროკავშირი სრულადაა ჩართული, საქართველოს კრიზისის გადალახვაში დაეხმაროს, თუმცა მის გადაჭრაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ პოლიტიკურ ლიდერებს.

დანიელსონის მედიაციით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 12-19 მარტს გაიმართა. 28 მარტს კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.