ვახტანგ შევარდნაძე: თუ ყოველივე ამის შემდეგ ვინმე ფსონს ევროპელების მიერ ოპოზიციის მოთხოვნების მხარდაჭერაზე გააკეთებს ღმერთს ებარებოდეს

ვახტანგ შევარდნაძე: თუ ყოველივე ამის შემდეგ ვინმე ფსონს ევროპელების მიერ ოპოზიციის მოთხოვნების მხარდაჭერაზე გააკეთებს ღმერთს ებარებოდეს

ფეისბუქ-მომხმარებელი ვახტანგ შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ოპოზიციის 2 მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნებისა (აბსოლუტურად უკანონო, არაკონსტიტუციური და დაუსაბუთებელი) და პოლიტპატიმრების განთავისუფლება (რომელშიც რურუას მდგენელი დაახლოებით ალ კაპონეს ციხიდან გამოშვება/არგამოშვების მოთხოვნას დაემსგავსა), საბოლოოდ გამოკრისტალდა მიხეილ სააკაშვილის ამინისტიასა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის მოთხოვნაში.

ანუ ევროპული პოლიტიკური ისტებლიშმენტი საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდა, რომ ოპოზიციის 5 თვიანი მარათონი აღმოჩნდა აბსოლუტური ყალბი და თაღლითური ნარატივის მატარებელი და რომ მას არაფერი ჰქონია საერთო ზოგადად არჩევნებთან და მის შედეგებთან.

და რომელი ევროპული მენტალობის პოლიტიკოსი დაეთანხმება კანონიერებისა და სამართლის ამ ტიპის უტილიზაციას პოლიტიკური მიზნებისთვის, თუნდაც არსებული არასრულყოფილი სასამართლო და შედარებით განუვითარებელი პოლიტიკური სისტემების პირობებში?

აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი ადამიანის პოლიტიკური საჭიროებების დაკმაყოფილების მიზანი და შირმა ყოფილა.

თუ ყოველივე ამის შემდეგ ვინმე ფსონს ევროპელების მიერ ოპოზიციის მოთხოვნების მხარდაჭერაზე გააკეთებს ღმერთს ებარებოდეს, მეტს ვერაფერს დავამატებ აქ.