კრისტიან დანიელსონი: ახლა არის საჭიროება გამბედაობის - ჩვენ გვაქვს წინადადებები, იდეები, რომელსაც შევთავაზებთ, მაგრამ კომპრომისი თავად პარტიებმა უნდა მოიძიონ

კრისტიან დანიელსონი: ახლა არის საჭიროება გამბედაობის - ჩვენ გვაქვს წინადადებები, იდეები, რომელსაც შევთავაზებთ, მაგრამ კომპრომისი თავად პარტიებმა უნდა მოიძიონ

ჩვენ გვაქვს წინადადებები, იდეები, რომელსაც შევთავაზებთ, მაგრამ კომპრომისი პარტიებმა უნდა მოიძიონ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პარტიებს დავეხმაროთ. ჩვენ გვაქვს წინადადებები, იდეები, რომელსაც შევთავაზებთ, იმისთვის, რომ დავეხმაროთ, მაგრამ კომპრომისი თავად პარტიებმა უნდა მოიძიონ“, - აღნიშნა დანიელსონმა.

მანამდე დანიელსონმა აღნიშნა, რომ ახლა გამბედაობის დროა.

„ახლა საჭიროება არის გამბედაობისა და კომპრომისის. კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, კომპრომისი სიძლიერის ნიშანია, კომპრომისი დემოკრატიის ნიშანი და კომპრომისი არის ის გზა, რომელიც არის ევროპული“, - განაცხადა დანიელსონმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ გუშინ, ჩამოვიდა.