მამუკა არეშიძე ოპოზიციის აქციაზე: ევროკავშირის პოზიციიდან ეს ისე ჩანს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რაზე მოილაპარაკებენ მხარეები

მამუკა არეშიძე ოპოზიციის აქციაზე: ევროკავშირის პოზიციიდან ეს ისე ჩანს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რაზე მოილაპარაკებენ მხარეები

ანალიტიკოს მამუკა არეშიძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონისა და შარლ მიშელის პოზიციიდან ოპოზიციის მიერ აქციის დაანონსება ისე ჩანს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რაზე მოილაპარაკებენ მხარეები.

მისივე თქმით, 15 მაისს დაგეგმილ აქციამდე დარჩენილ დროს ოპოზიცია გამოიყენებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყვანოს ქუჩაში.

„კრისტიან დანიელსონისა და შარლ მიშელის პოზიციიდან ოპოზიციის მიერ აქციის დაანონსება ისე ჩანს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რაზე მოილაპარაკებენ მხარეები, ოპოზიცია მაინც არ შედის პარლამენტში და აქციას აწყობს. 15 მაისს აქციის დანიშვნა მომგებიანია იმ კუთხით, რომ მანამდე ოპოზიცია ხალხის შეგროვებაზე იმუშავებს“, - განაცხადა არეშიძემ.

ოპოზიცია 15 მაისს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.