სოზარ სუბარი: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიზო უგულავა არიან ადამიანები, რომლებმაც საქართველოში შექმნეს მანამდე არსად არნახული კორუფციული სქემა

სოზარ სუბარი: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიზო უგულავა არიან ადამიანები, რომლებმაც საქართველოში შექმნეს მანამდე არსად არნახული კორუფციული სქემა

მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიზო უგულავა - ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც საქართველოში შექმნეს მანამდე არსად არგამოცდილი და არნახული კორუფციული სქემა, როდესაც რადენიმე ადამიანის ხელშ იყო თავმოყრილი მთელი ქვეყნის აბსოლუტურად ყველა რესურსი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, მათ სურდათ იგივე გადაეტანათ უკრაინაში. „უკრაინაში ეს ვერ გამოუვიდოდათ, მაგრამ სადაც გამოუვიდათ, იქ გააკეთეს - გააკეთეს რკინიგზაში. კორუფციულ სქემებს რაც შეეხება, ერთი რაც მკაფიოდ გამოიკვეთა და რაც თავის დროზე, „საქართველოს რკინიგზაშიც“ ჰქონდათ გაკეთებული, 5-ჯერ შეამცირეს ტარიფები, ოღონდ შეამცირეს ბიუჯეტისთვის და როგორც გამომძიებლები ამტკიცებენ, არ შეუმცირებიათ რეალური ტარიფები გადამზიდავებისთვის. გადამზიდავები იხდიან იმდენივეს, უბრალოდ ერთი მეხუთედი მიდის ბიუჯეტში, 4 მეხუთედი მიდის ამ კორუფციაში ჩართული ადამიანების ჯიბეში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.