ვიქტორ ყიფიანი: სენატიდან მთავარი გზავნილი მივიღეთ - ქართველმა ხალხმა საშინაო პოლიტიკა თვითონ უნდა მართოს

ვიქტორ ყიფიანი: სენატიდან მთავარი გზავნილი მივიღეთ - ქართველმა ხალხმა საშინაო პოლიტიკა თვითონ უნდა მართოს

სენატიდან მთავარი გზავნილი მივიღეთ, რომ ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა მართოს საშინაო პოლიტიკა, - სენატში გაკეთებულ განცხადებებზე ,,ჯეოქეისის" დამფუძნებელმა ვიქტორ ყიფიანმა ისაუბრა..

„მთავარი მოწოდება მათდამი, ვინც დღესაც წინააღმდეგია არის საპარლამენტო ცხოვრებას დაუბრუნდეს, არის შემდეგი - გასცდნენ პარტიულ ინტერესებს და მხედველობაში მიიღონ ქვეყნის ინტერესი“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე 23 მარტს საქართველოს საკითხი განიხილეს.