ჩუღურეთის რაიონში, ქინქლაძის N9-ში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ქანობიანი სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
აღნიშნულ სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 24 000 ლარია.