გია აბაშიძე: სენატში, ბრიუსელში

გია აბაშიძე: სენატში, ბრიუსელში "ნაციონალური მოძრაობის" წადილების მორიგი ჩაფლავების შემდეგ, 15 მაისის "grandes protestas" ძალაშია?

 

საზოგადოებისგან ისმის შეკითხვები - სენატში, ბრიუსელში "ნაციონალური მოძრაობის" წადილების მორიგი ჩაფლავების შემდეგ, 15 მაისის "grandes protestas" ძალაშია? - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

,,სააკაშვილის მარიონეტები თბილისის პარტიული აქტივისტებისა და მხარდამჭერების რესურსით მასობრივ შეკრებებს ვეღარ აწყობენ, რეგიონების იმედზე არიან, მომზადებისათვის 1 კი არა და უკვე 2 თვე სჭირდებათ. ამასობაში, დასავლელმა პარტნიორებმა კიდევ ერთი სამართლიანი სილა გააწნეს. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ნაცებს ამაოდ გონიათ, რომ რეგიონებში ხალხმა არაფერი იცის თუ რა ხდება პოლიტიკაში, რა ტენდენციებია გლობალურად.15 მაისამდე კი მოსალოდნელია, რომ არქიფო სააკაშვილის კასრში თავად გადაჭამონ ერთმანეთი ყავლგასულმა "პოლიტიკოსებმა",- წერს აბაშიძე