ირაკლი ჩიქოვანი ნატალია საბანაძეზე: მან გადაწყვიტა, რომ ეს ფურცელი გადაეფურცლა და მე მას ერთმნიშვნელოვნად წარმატებებს ვუსურვებ

ირაკლი ჩიქოვანი ნატალია საბანაძეზე: მან გადაწყვიტა, რომ ეს ფურცელი გადაეფურცლა და მე მას ერთმნიშვნელოვნად წარმატებებს ვუსურვებ

ნატალია საბანაძე რამდენიმე წლის განმავლობაში იყო საქართველოს ელჩი ევროკავშირში, საქართველოს წარმომადგენელი ბრიუსელში და მე ვთვლი, რომ მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმ გზაზე, რომელი გზაც ამ პერიოდის განმავლობაში საქართველომ გამოიარა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ნატალია საბანაძესთან ერთად მუშაობის არაერთი მნიშვნელოვანი გამოცდილება ჰქონია.

„ნატალია საბანაძე რამდენიმე წლის განმავლობაში იყო საქართველოს ელჩი ევროკავშირში, საქართველოს წარმომადგენელი ბრიუსელში და მე ვთვლი, რომ მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმ გზაზე, რომელი გზაც ამ პერიოდის განმავლობაში საქართველომ გამოიარა.

მან გადაწყვიტა, რომ ეს ფურცელი გადაეფურცლა და მე მას ერთმნიშვნელოვნად წარმატებებს ვუსურვებ, იმიტომ, რომ მე მასთან მუშაობის არაერთი მნიშვნელოვანი გამოცდილება მქონია“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ნატალი საბანაძემ 21 მარტს Facebook-ის საკუთარ გვერდზე თანამდებობის დატოვების შესახებ დაწერა. „გადავწყვიტე, დამეწერა განცხადება გადადგომის თაობაზე, რომელიც მინისტრმა დააკმაყოფილა. საქართველოს ევროპული მომავალი არის ის მიზანი, რომლის მისაღწევად ყოველთვის ვიბრძოლებ“ - აღნიშნულია მის პოსტში.