ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი სენატში, ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტში საქართველოს შესახებ გამართული მოსმენების შემდეგ Twittwr-ში ვიდეომიმართვას ავრცელებს.
ჯინ შაჰინის განცხადებით, საქართველოსადმი ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა გრძელდება. „დღეს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტში გაიმართა მოსმენა საქართველოში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. აშკარაა ის, რომ საქართველოსადმი ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა გრძელდება. გვსურს, ვიხილოთ პროგრესის გაგრძელება დემოკრატიზაციის რეფორმებში, ინსტიტუტების რეფორმირებაში, რაც ბოლო ათ წელზე მეტია, ქვაკუთხედს წარმოადგენს. თუმცა ამჟამინდელი ჩიხი საქართველოში ქმნის თავსატეხს. ჩვენ გვჭირდება, ვიხილოთ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დაჯდეს ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოლაპარაკებების მაგიდასთან და მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პარლამენტის წევრები დაბრუნდნენ შიგნით და იმუშაონ ქართველი ხალხისთვის და რომ ჩვენ ვიხილოთ გრძელვადიანი შეთანხმება ინსტიტუტების რეფორმირების თაობაზე, რათა საქართველომ განაგრძოს თავისი გზა დასავლეთისა და დემოკრატიზაციისკენ, განაგრძოს გზა ნატო-სკენ და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და რომ ჩვენ ვიხილოთ აშშ-სა და საქართველოს შორის ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება“, – აცხადებს სენატორი ჯინ შაჰინი.