ჯორჯ კენტი საჯაროდ არ ეთანხმება თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების და მისთანათა წევრებს, რომ „ქართული ოცნება“  არის რუსეთის აგენტი, პუწინის მონა, ეფესბე, გავრილოვები

ჯორჯ კენტი საჯაროდ არ ეთანხმება თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების და მისთანათა წევრებს, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსეთის აგენტი, პუწინის მონა, ეფესბე, გავრილოვები

​ჯორჯ კენტი საჯაროდ არ ეთანხმება თავისუფლების გამავრცელებელი (პრონწკი) საზოგადოების და მისთანათა წევრებს, რომ „ქართული ოცნება“ და მისი მილიონი ამომრჩეველი არის რუსეთის აგენტი, პუწინის მონა, ეფესბე, გავრილოვები, – წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის, ჯორჯ კენტის გამოსვლის ვიდეოს აზიარებს.

„ჯორჯ კენტი, სენატის წინაშე, საჯაროდ არ ეთანხმება

ნაციონალური მოძრაობის

ევროპული საქართველოს

ლელოს

სტრატეგია აღმაშენებლის

გირჩი – მეტი თავისუფლების

ტვ მთავარის

ტვ პირველის

ტვ ფორმულას

სირცხვილიას
თავისუფლების გამავრცელებელი (პრონწკი) საზოგადოების და მისთანათა წევრებს, რომ ქართული ოცნება და მისი მილიონი ამომრჩეველი არის რუსეთის აგენტი, პუწინის მონა, ეფესბე, გავრილოვები…

ანუ, ეგენი ყველა, ძალად მედასავლეთეები, აგერ უკვე რამდენი წელია, უბრალოდ ტყუილებს ლაპარაკობენო, რომ თავის მომხრეები გააგიჟონ და გადარიონო, თითქოს, აი რუსი მოდის და არიქა ხალხო დავირაზმოთ… გვირაბი გავთხაროთ… კარვები გავშალოთ… ხეობები ჩავხერგოთ… და გავათავისუფლოთ (…რაღაცა მაინც, ვიღაცისგანო).

ანუ მატყუარები არიანო. ცუდია ეგო. ნუ იტყუებიანო. დავიღალეთო.

P.S. იმას აღარ დავწერ, როგორ თქვეს, ოპოზიციის პარლამენტს გარეთ ყოფნით რუსეთი ხარობსო, თორემ ეს ხალხი ქუდს დაიხურავს და დარცხვენილი წავა პოლიტიკიდან“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქში“.