მე რომ მჯეროდეს, „ქართული ოცნება“ რეალურად დათმობდა სასამართლოს, არა მხოლოდ პარლამენტში, მზად ვიყავი „ქართული ოცნებაში“ შევსულიყავი, - ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გადაცემაში ასევე აღნიშნა, რომ პარტიისთვის პრიორიტეტული საკითხი არჩევნებზე ბუნებრივი ბარიერი იყო.
„სულ რეალურად ორი საკითხი გვაინტერესებდა თავისი შინაარსით. ჩვენ არ გვაინტერესებდა ვადამდელი არჩევნები, ჩვენთან ეს არ ყოფილა წითელი ხაზი“, - განაცხადა ხვიჩიამ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება. შარლ მიშელი აცხადებს, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად ბრუნდება.