სოფლის მეურნეობის გამოფენა (VIDEO)

სოფლის მეურნეობის გამოფენა (VIDEO)

დავით კირვალიძე საფრანგეთში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენას ესწრება. პარიზში ვერსალის კარიბჭეში გახსნილ გამოფენაზე ხუთ მილიონზე მეტ დამთვალიერებელს ელოდებიან. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს და ღვინის მწარმოებელთა კავშირის ხელმძღვანელს შეხვდა. გამოფენის პარალელურად პარიზში ღვინის საერთაშორისო ფესტივალიც ტარდება.