ლევან ბეჟაშვილი: მზად ვართ, გარკვეულ დათმობაზე წავიდეთ

ლევან ბეჟაშვილი: მზად ვართ, გარკვეულ დათმობაზე წავიდეთ

მთავარია, პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, ამიტომ ჩვენ მზად ვართ, გარკვეულ დათმობებზე წავიდეთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოში კრისტიან დანიელსონის დაანონსებულ ვიზიტს და მოლაპარაკებების განახლებას გამოეხმაურა.

„მოლაპარაკების პროცესი თავისთავად გულისხმობს გარკვეულ დათმობებზე წასვლას. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული წინაპირობები ამ დათმობაზე წასვლის, მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობა ყოველთვის მთავრობას ეკისრება. მთავარია, პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, ამიტომ ჩვენ მზად ვართ, წავიდეთ გარკვეულ დათმობებზე“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება. შარლ მიშელი აცხადებს, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად ბრუნდება.

 

amo გ ა დ ა შ ე ნ დ ი თ !
4 წლის უკან