პოლიტიკაში დარჩენის შესახებ გიორგი გახარიას განცხადება, რა თქმა უნდა, საზოგადოების ყურადღებას იმსახურებს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
„კანონმდებლობა იძლევა იმის საშუალებას, რომ პოლიტიკურ პროცესებში ყველა მარტივად ჩაერთოს. გიორგი გახარია ქვეყნის პრემიერი და იქამდე, მინისტრი იყო. ასე რომ, ის ყველას კატეგორიაში ვერ შევა. უნდა ველოდოთ, რომ რაღაც კონკრეტული განცხადებები ექნება. ჩემი აზრით, ამ განცხადებებს უნდა დაველოდოთ, რადგან ახლა, დღეს ჩემთვის რთული და შეუძლებელიცაა რაიმე პროგნოზის გაკეთება. მისი განცხადება დღეს მოვისმინე, რომ არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას, თუმცა, რაიმეს მოდელირება, თუ როგორი კონფიგურაცია, რა სცენარები შეიძლება იყოს, გამიჭირდება თქმა. მან უნდა გააკეთოს თავისი გეგმების პრეზენტაცია, რას აპირებს და ამის მერე უფრო ადვილი იქნება. მე მართლა არ მაქვს ინფორმაცია, მედიიდან გავიგე“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგიმ გახარიამ დღეს განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.