გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „თბილისი", სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, ერთ-ერთი კომპანიის დეკლარანტის მიერ, საბაჟო საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ იქნა 181 357,74 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო პროდუქცია. დეკლარირებული საქონლის მონაცემების, რისკის პროფილთან შედარების შედეგად, საბაჟო კონტროლის წითელი დერეფანი განისაზღვრა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ, სატრანსპორტო დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ზემოაღნიშნულ საბაჟო საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ ტვირთში, 26 482,30 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი გამოვლინდა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.