„საქართველოს ახასიათებს აქტიური მეწყერული პროცესები და ძალიან დიდი ტერიტორიები არის მეწყერსაშიში“

„საქართველოს ახასიათებს აქტიური მეწყერული პროცესები და ძალიან დიდი ტერიტორიები არის მეწყერსაშიში“

„საერთოდ, საქართველოს ახასიათებს ძალიან აქტიური მეწყერული პროცესები და ძალიან დიდი ტერიტორიები არის მეწყერსაშიში“, - ასე აფასებს „მწვანეთა პარტიის“ გენერალური მდივანი გია გაჩეჩილაძე თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესის გააქტიურებას.

For.ge გია გაჩეჩილაძეს ესაუბრა.

როგორ ფიქრობთ, რამდენად საშიში და სახიფათოა არსებული მდგომარეობა?

- ამ ტერიტორიებზე განლაგებულია ძალიან დიდი დასახლებული პუნქტები. ეს გეოლოგიურად და გეომორფოლოგიურადაც დიდი ხანია დამტკიცებულია, იკვლევენ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან და ამის რუკებიც არსებობს. ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო სამშენებლო სამუშაოების ჩატარების და გზების გაყვანის დროს, რადგან შეიძლება მეწყერის საშიშროება დაიწყოს.

საქართველოს მასშტაბით, სადაც საქმიანობა ხორციელდება,  ყოველთვის გასათვალისწინებელია, რომ გეოლოგიური დასკვნები არსებობდეს. თუმცა, რადგან საქართველოს ძალიან დიდი ტერიტორიაა მეწყერაქტიური, ეს არ ნიშნავს, რომ შევაჩეროთ გზების მშენებელობა ან სხვადასხვა ინფრასტრუქტურული საქმიანობა შევწყვიტოთ. არსებობს ტექნოლოგიები, რომლის საშუალებითაც სეისმურ აქტიურ ზონებშიც შეიძლება მოხდეს გარკვეული მშენებლობები.

ვიცით, რომ ადგილზე მძიმე ტექნიკის გამოყენებით გზის დაგება მიმდინარეობს. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ამხელა ნაპრალის გაჩენა, უკავშირდება თუ არა ეს იმ სამუშაობს, რაც ადგილზე მიმდინარეობს?

- არ არის გამორიცხული, თუმცა, მე ზუსტად არ შემიძლია ამ დასკვნის გამოტანა. კვლევები ჩატარდება და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. შეიძლება იყოს დაკავშირებული იმ სამუშაოებთან, შეიძლება არც იყოს და ეს გახლდეთ ბუნებრივი პროცესი. დაველოდოთ იმ დასკვნებს, რომელიც იქნება.

საზღვარგარეთიდან ჩამოდიან ექსპერტები, კომპლექსურად - ქართველები, გერმანელი თუ ავსტრიელი ექსპერტები ერთად დადებენ დასკვნას და იმ ღონისძიებების გეგმასაც წარმოგვიდგენენ, რომელიც უნდა გატარდეს, რომ უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი.

თქვენი აზრით, დაწყებული პროცესი გაგრძელდება? ამ შემთხვევაში რა შედეგებამდე მივალთ და მიიღებს თუ არა ეს უფრო დიდ მასშტაბს?

- მეწყერი თუ აქტიურია და მოძრაობს, რა თქმა უნდა, ნაპრალი გაიზრდება და შეიძლება მეწყერი ძალიან დიდ ტერიტორიაზე ჩამოვიდეს. საკმაოდ დიდ რაოდენობაზე, ნახევარ მილიონ კუბამეტრზეა საუბარი და ეს საკმაოდ დიდი რაოდენობა არის. დაკვირვება მიდის მეწყერსა და მოძრაობაზე. ეს ყველაფერი საფრთხის შემცველია, რა თქმა უნდა.

XALIBI შენი პარლამენტში შემყვანის და იქ გამჩერებლის............................................................................................................................
3 წლის უკან