ავარიული ფერდობის გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, პარლამენტის დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად, დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნულ სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 48 000 ლარია. მსგავსი სამუშაოები რაიონში შვიდ მისამართზე მიმდინარეობს.