ლევან იოსელიანი: მხარეებს კომპრომისებზე წასვლა მოუწევთ, სხვანაირად არაფერი გამოვა

ლევან იოსელიანი: მხარეებს კომპრომისებზე წასვლა მოუწევთ, სხვანაირად არაფერი გამოვა

ის ფაქტი, რომ დენიელსონი დარჩა და აგრძელებს მედიაციის პროცესს მაძლევს იმედს, რომ შეთანხმებას მიაღწევენ. იქ არის დეტალები, რომელზეც წინასწარ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ კომპრომისების გარეშე რომ არ გამოვა, ფაქტია, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მხარეებმა რაღაც თუ არ დათმეს, შეთანხმება ვერ მოხდება.

„მე ვნახე განცხადებები, სადაც ორივე მხარე ამბობს, რომ კომპრომისებზე წასვლა მოუწევთ, ეს სწორია მოუწევთ, სხვანაირად არაფერი გამოვა. დღეს ბრიუსელის შეხვედრის ეფექტურობა დამოკიდებულია ქვეყნის შიგნით კრიზისის მოგვარებასთან. გარეთ ყველა ელოდება, რომ შიგნით დავასრულებთ მოლაპარაკებებს ქვეყნისთვის სასიკეთოდ. ეს ორი საკითხი ერთმანეთთან არის გადაბმული. თუ გვინდა, რომ გარეთ მივიღოთ სერიოზული შედეგი, ქვეყნის შიგნით უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი შიდა პოლიტიკური პრობლემები“, – განაცხადა იოსელიანმა.