ტელე-კომპანია ,,იმედის" ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი სქემა და შპს ,,რიყის" გამოსყიდვის დღემდე გასაიდუმლოებული დეტალი-გიგი უგულავას დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვას, ასევე უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავებიან. გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქის ბიუჯეტიდან რიყის გამოსყიდვისთვის გადახდილი 10 მილიონი დოლარი დედაქალაქის მერმა ჯოზეფ ქეის გადაურიცხა და ამ გზით ტელევიზიის საკონტროლო პაკეტი მოიპოვა. საქმეში ფიგურირებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილიც. ბრალდების წაყენების მიზნით უგულავა ხვალ საგამოძიებო ორგანოშია დაბარებული.წლების განმავლობაში სწორედ ქალაქის მერიმოიაზრებოდა მედიის მთავარ მაკონტროლებლად. აქვს თუ არა სქემასთან კავშირი იმედის ყოფილ დირექტორ გიორგი არველაძეს, რომელიც ცოტა ხნის წინ სწორედ ტელევიზიასთან დაკავშირებით დაკითხეს-დანაშაულებრივი სქემის დეტალები ირაკლი მამალაძის რეპორტაჟში.